პოლიტიკა
ვანის მუნიციპალიტეტის საქმიანობას სახელმწიფო აუდიტის სამსახური იკვლევს
FaceBook
ვანის მუნიციპალიტეტის საქმიანობას სახელმწიფო აუდიტის სამსახური სწავლობს. აღნიშნულ მუნიციპალიტეტში ფინანსური საკითხების მოკვლევის მიზნით აუდიტის სამსახურის წარმომადგენლები რამდენიმე დღის წინ შევიდნენ.
ვანის გამგეობაში ირწმუნებიან, რომ მათ ფინანსური დარღვევები არ აქვთ და მხოლოდ გეგმიურ შემოწმებას აქვს ადგილი.
"როგორც ვიცი გეგმიური შემოწმება ყოველ სამ წელიწადში ერთხელ ხდება. აუდიტის სამსახურის წარმომადგენლები მოდიან, ფინანსურ საკითხებს ამოწმებენ და დოკუმენტაცია მიქვთ. ჩენ ყველაფერი ზედმიწევნით და კარგად გვაქვს შესრულებული," - ამბობს "ქუთაისიპოსტთან" საუბარში ვანის გამგებლის მოადგილე, ლაშა გიორგაძე.
არის თუ არა ფინანსური დარღვევები ვანის მუნიციპალიტეტში და რა შედეგებს დადებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, ერთ თვეში გახდება ცნობილი.

ქუთაისიპოსტი


Print