პოლიტიკა
დასრულდა ნაცნობობით მერიაში კადრების მიღება - ქუთაისის მერი
FaceBook
"დასრულდა ის ეპოქა, როცა მერიაში ნაცნობობით ხდებოდა მიღება," - ასე შეაფასა დღეს ქუთაისის მერმა თვითმმართველობაში ჩატარებული რეორგანიზაციის პროცესი. ქუთაისის მერიასა და საკრებულოში კონკურსი და ატესტაცია, რომელიც სამ ეტაპად ჩატარდა დასრულებულია. მერიაში აცხადებენ, რომ აპლიკაციების რაოდენობამ 7000 გადააჭარბა, ხოლო სასამართლოში არც ერთი გადაწყვეტილება გასაჩივრებულა.
კონკურსი და ატესტაცია ადგილობრივ თვითმმართველობაში 300-მდე ადამიანს შეეხო.
"ქუთაისი არის ერთ ერთი პირველი საქართველოში, სადაც კონკურსი და ატესტაცია წარმატებით, ღიად და გამჭვირვალედ ჩატარდა. ქვეყნის მასშტაბით ჩვენ დავაფიქსირეთ ყველაზე მაღალი შედეგები," - განაცხადა ქალაქის მერმა, შოთა მურღულიამ.
მისივე განცხადებით, თვითმმართველობის შემდეგ კონკურსი და ატესტაცია მერიის დაქვემდებარებულ ააიპ-ების ადმინისტრაციაში დასაქმებულ ადამიანებს შეეხებათ.
დეა მანაგაძე

Print