პოლიტიკა
„ქუთაისს სჭირდება ქუთაისელი მერი“ - „ევროპული საქართველოს“ შემაჯამებელი შეხვედრა
FaceBook
ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატში, პარტია "ევროპულმა საქართველომ" საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.
ამომრჩევლებთან შეხვედრას პარტიის ლიდერები, ქუთაისის მერობისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ესწრებოდნენ.

"ქუთაისს სჭირდება ქუთაისელი მერი და არა ისე, სხვა პარტიებს რომ ჰყვათ და ფაქტობრივად გასტროლებს რომ სთავაზობენ ქალაქს", - განაცხადა გიგი უგულავამ შეხვედრაზე. მისივე თქმით, "ევროპული საქართველო" არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში არ აპირებს შურისძიების გზით სიარულს.

შეხვედრის ბოლოს,  მხარდამჭრებს ქუთაისის მერობის კანდიდატმა, დავით გოგისვანიძემ და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმაც მიმართეს.

დავით გოგისვანიძის თქმით, ქუთაისს ქალაქის ინტერესების დამცველი მერი სჭირდება.

"ევროპული საქართველო" საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ შეხვედრებს, ყველა დიდ ქალაქში გამართავს.

Print