პოლიტიკა
იმერეთში მერობის 73 კანდიდატიდან მხოლოდ ხუთია ქალი
FaceBook
იმერეთის მასშტაბით, პოლიტიკურმა პარტიებმა მერობის 73 კანდიდატიდან, ქალი კანდიდატი,  მხოლოდ  5 მუნიციპალიტეტში დაასახელეს.
"ნაციონალურ მოძრაობას" ორი ქალი კანდიდატი წარმოადგენს იმერეთში. ხონში - ნაზიბროლა გეგია და საჩხერეში - ირინე გრძელიშვილი.

ზესტაფონში მერობის კანდიდატად მერი ჩაჩანიძე ჰყავს პარტია "ახალ საქართველოს".

ასევე, ზესტაფონის მერობის კანდიდატია ფოტინე ბუიღლიშვილი პარტია "საქართველოდან"

რუსუდან ჟვანია კი,  "ტრადიციონალისტთა კავშირის" ბაღდათის მერობის კანდიდატია.

ქუთაისში, 14 რეგისტრირებული პარტიიდან არც ერთს არ ჰყავს ქალი კანდიდატი.

რაც შეეხება, მაჟორიტარულ სიას, ორი ქალი კანდიდატი ჰყავს "ქართულ ოცნებას" ქუთაისის საკრებულოში.

ასევე ორი ქალი კანდიდატი ჰყავს "ევროპულ საქართველოსაც".

მხოლოდ ერთი დაასახელა მაჟორიტრობის ქალი კანდიდატი "ლეიბორისტულმა პარტიამ".

"შენების მოძრაობა"- 3 ქალი კანდიდატი.

"ახალი საქართველო" - 4 ქალი კანდიდატი.

"პატრიოტთა ალიანსი" - ერთი ქალი კანდიდატი.

"თავისუფალი საქართველო" - 3 ქალი კანდიდატი.

ყველაზე მეტი - 7 ქალი კანდიდატი ჰყავს მამულიშვილთა ორდენი "საქართველოს".

"ნაციონალურ" მოძრაობას კი, ქუთაისში მაჟორიტარობის ქალი კანდიდატი საერთოდ არ ჰყავს.

Print