პოლიტიკა
ქუთაისის მერობის კანდიდატმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა
FaceBook
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 14 დღით ადრე, პოლიტიკურმა პარტიამ "ახალი ქრისტიან-დემოკრატები" ქუთაისის მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატები მოხსნა.

ამის შესახებ განცხადება სოციალური ქსელით პარტიის მერობის კანდიდატმა, გოგიტა გოგელაშვილმა გაავრცელა, სადაც ის თანაგუნდელებსა და მხარდამჭერებს მადლობას უხდის.

"მინდა უღრმესი მადლობა გადაუხადო ყველა იმ ადამიანს რომელსაც გადაწყვეტილი ჰქონდა მხარი დაეჭირა ჩვენთვის, ვიცით რომ ასეთი ადამიანები ცოტანი არ იყვნენ. არანაირი რესურსის არსებობის პირობებში(არა ოფისი, არა საარჩევნო ბუკლეტი და პლაკატი და არა გადაადგილების საშუალება,სხვა რესურსზე აღარ ვსაუბრობ) გუნდის თითოეულმა წევრმა პიროვნულად გასწია უზარმაზარი მუშაობა რათა ამომრჩევლამდე მიეტანა ის გეგმები რის გაკეთებასაც ვაპირებდით,"- განმარტავს გოგიტა გოგელაშვილი.

მისივე თქმით, ოპოზიციური პარტიების დაქსაქსვა ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს, რის გამოც ის ოპოზიციას ძალთა კონსოლიდირებისკენ მოუწოდებს.

მას შემდეგ, რაც გოგიტა გოგელაშვილმა საკუთარი კანდიდატურა საარჩევნო კამპანიიდან მოხსნა, ქუთაისის მერობისთვის ბრძოლას 9 კანდიდატი გააგრძელებს. თუმცა, ქუთაისიპოსტისთვის ცნობილი ხდება, რომ საარჩვენო კამპანია, შესაძლოა, მერობის კიდევ ერთი კანდიდატი გამოეთიშოს.  


Print