პოლიტიკა
ყოფილი პოლიტპატიმარი ზესტაფონის მერობისთვის იბრძოლებს
FaceBook
ყოფილი პოლიტპატიმარი, გიორგი გოგლიჩაძე ზესტაფონის მერობისთვის იბრძოლებს. მან დღეს ზესტაფონელებს თავი წარუდგინა და საარჩევნო შტაბი გახსნა. კანდიდატის თქმით, დამოუკიდებლად კენჭისყრა "ქართული ოცნების" კანდიდატის საწინააღმდეგოდ გადაწყიტა, რადგან, მისი თქმით, კახა მახათაძე ყოფილი "ნაციონალია". გოგლიჩიძის მთავარი დაპირება სამართლიანობის აღდგენაა. მან, ასევე, იმ პრობლემებზე ისაუბრა, რომელიც ზესტაფონლებს აწუხებს.

"არ დავმალავ, რომ მიმდინარეობდა კონსულტაციები, რომ კენჭი მეყარა "ქართული ოცნებიდან". თუმცა, მოხდა რაც მოხდა. ამიტომ გადავწყვიტე კენჭი ვიყარო იმ რეჟიმის წინააღმდეგ, რომელმაც მე ეტლს მიმაჯაჭვა",  - განაცხადა გიორგი გოგლიჩიძემ.

გიორგი გოგლიჩიძე 2006-2010 წლებში ზესტაფონის რაიონის საკრებულოს წევრი იყო. 2008 წელს საქართველოს პარლამენტის ზესტაფონის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი (ლეიბორისტული პარტიიდან). 2011 წელს დააპატიმრეს. 2012 წლის 5 დეკემბერს პარლამენტის მიერ მიენიჭა პოლინტიკური ნიშნით დაპატიმრებული პირის სტატუსი. იგი 2010 წლამდე "ლეიბორისტული პარტიის" წევრი იყო. ამჟამად უპარტიოა.

Print