პოლიტიკა
"ევროპული საქართველოს" წევრების შემდეგ სესია "ნაციონალებმაც" დატოვეს
FaceBook
"ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენისას პროტესტის ნიშნად პარლამენტის სხდომა დატოვეს. მათ მიერ სხდომის დატოვებამ პარლემნტში ხმაური მოჰყვა
დარბაზიდან გასვლისას "ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა ტრიბუნასთან მდგარ პარლამენტის თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან ავიდა და საკუთარი უკმაყოფილება დააფიქსირა. ამის შემდეგ თამარ ჩუგოშვილმა   სხდომის 5-წუთით შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.

საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე საპარლამენტო განხილვა პროტესტის ნიშნად "ევროპული საქართველოს" წევრებმა დატოვეს. ელენე ხოშტარიას აზრით, ეს არის ფარსი და ამ პროცესში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მიხედვით: საქართველოს პრეზიდენტს ირჩევს საარჩევნო კოლეგია, უქმდება მაჟორიტარული სისტემა, კონსტიტუციით განისაზღვრება ოჯახის დეფინიცია, გენერალურ პროკურორს საქართველოს პარლამენტი ამტკიცებს და მისი არჩევის წესში საპეროკურორო საბჭო აღარ ფიგურირებს, მოსამართლეების წარდგენა-დანიშვნაში პრეზიდენტის უფლებები იზღუდება, ქვეყნის უზენაეს კანონს ემატება მე-11 თავი, რომელიც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას უკავშირდება. პროექტის თანახმად, კონსტიტუციაში ასევე, აღარ არის პარლამენტის ადგილსამყოფელი განსაზღვრული.





Print