პოლიტიკა
გიორგი ვაშაძემ ქუთაისში მერობის და მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა
FaceBook
ქუთაისში "გიორგი ვაშაძე- ერთობა ახალი საქართველო-მ" მერობის და საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. დღესვე ცნობილი გახდა პარტიის პროპორციული სიის პირველი ათეული. წარდგენა ქუთაისის ახალგაზრდობის პარკში გაიმართა. გიორგი ვაშაძემ პარკში შეკრებილ ამომრჩეველს წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო და ქუთაისის განვითარების გეგმაზე ესაუბრა. "ახალი საქართველოდან" ქუთაისის მერობისთვის ზვიად ბაღდავაძე იბრძოლებს. მაჟორიტარობის კანდიდატების სია ასე გამოიყურება:

ავტოქარხნის საარჩევნო ოლქი-გიორგი მაჩიტიძე;
ავტომშენებლის საარჩევნო ოლქი- მამუკა ხურციძე;
გამარჯვების საარჩევნო ოლქი-გიორგი მარდალეიშვილი;
უქიმერიონის საარჩევნო ოლქი-არჩილ სულაძე;
ქალაქ-მუზეუმი- მარიამ ხვიჩია;
საფიჩხიის საარჩევნო ოლქი-მარინა მესხი
კახიანოურის საარჩევნო ოლქი -გოგი დაუშვილი;
ძელქვიანის საარჩევნო ოლქი-ანა გაბუნია;
ნიკეას საარჩევნო ოლქი-თეა მარდალეიშვილი;
ვაკისუბნის საარჩევნო ოლქი-თენგიზ ცხადაძე.
Print