პოლიტიკა
"ევროპულმა საქართველომ" პარტიული სიის ფორმირების ახალი წესი წარადგინა
FaceBook
"ევროპული საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციამ ამომრჩეველს პარტიული სიის ფორმირების ახალი წესი შეთავაზა.

პოლიტიკური ორგანიზაციის შიდა პარტიული შეთანხმების შედეგად, ქალაქის საკრებულოში ის კანდიდატი მოხვდება, ვინც ამომრჩეველთა ყველაზე მეტ ხმას მიიღებს.

"ეს არის პირველი ევროპული ნაბიჯი ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის მხრიდან, მეორე ევროპული ნაბიჯი არჩევნებში ჩვენი გამარჯვება იქნება," - განაცხადა პრეზენტაციაზე "ევროპული საქართველოს" საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გია თევდორაძემ.

ღონისძიებას, რომელიც მესხიშვილის დრამატული თეატრის წინ შედგა, პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ესწრებოდა. მისი განცხადებით, პარტიამ ეს სიახლე თბილისისა და ხონის ამომრჩეველს უკვე წარუდგინა.

"გადაწყვეტილებას ვინ მოხვდება საკრებულოში მიიღებენ ჩვენი ამომრჩევლები. ამას წყვეტენ ქუთაისელები და ჩვენ მომხრე ვართ, რომ მთელი ქვეყნის პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შემდეგ, ეს წესი კანონმდებლობაში დაინერგოს," - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

"ევროპული საქართველოს" ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის პროპორციული სიის ათეული ასე გამოიყურება:

გოგისვანიძე დავით
ქუმელაშვილი ნანა
დათუსანი ელისო
მაღლაკელიძე ანდრო
მეშველიანი მერაბ
ჩიხლაძე თეონა
ქორიძე კახა
გვამბერაძე რევაზ
ძოწენიძე ამირანი
ხუციშვილი გიორგი


პარტიას მაჟორიტარობის კანდიდატები ქუთაისის ათივე მაჟორიტარულ ოლქში ყავს:

ავტოქარხანა - მერაბ მეშველიანი
ავტომშენებელის ოლქი - გიორგი ხუციშვილი
საფიჩხია - ანდრო მაღლაკელიძე
ნიკეა - კონსტანტინე რატიანი
კახიანოური - კახა ქორიძე
ვაკისუბანი - სულხან-საბას ოლქი - ნანა ქუმელაშვილი
გამარჯვება - რევაზ გვამბერაძე
ძელქვიანი - ელისო დათუსანი
ქალაქ-მუზეუმი - დავით ჯანელიძე
უქიმერიონი - ამირან ძოწენიძე

"ევროპული საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატი კი დავით გოგისვანიძე გახლავთ.

Print