პოლიტიკა
"საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ქუთაისის მერობის კანდიდატად გრიგოლ ბახტაძე წარადგინეს
FaceBook
"საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან მოურავი–ირმა ინაშვილი"-ს პარტიიდან ქუთაისის მერობისთვის გრიგოლ ბახტაძე იბრძოლებს.
მერობის კანდიდატი პარტიამ ქუთაისის ოპერის თეატრში წარადგინა.

"ახლა არ დავიწყებ დაპირებების ჩამოთვლას.  მე მინდა მივმართო  ხალხს და  მინდა  რომ სამოქალაქო შეგნების გააქტიურებსიკენ მოვუწოდო. გაუფრთხილდნენ საკუთარ ხმას და ღირსეული კანდიდატი აირჩიონ", - ამბობს მერობის კანდიდატი, გრიგოლ ბახტაძე.

პარტიის თავმჯდომარის, დავით თარხან-მოურავის თქმით, მათ მხარი იმიტომ უნდა დაუჭირონ, რომ ეს პარტია ქვეყანაზე და ხალხე ფიქრობს. 

ქუთაისის მერობის კანდიდატი და სიის პირველი ნომერი - გრიგოლ ბახტაძე.

ზესტაფონის მერობის კანდიდატი და სიის პირველი ნომერი - გიგა გაბრიჭიძე.

თერჯოლის მერობის კანდიდატი და სიის პირველი ნომერი - ხვიჩა წკეპლაძე.

ჭიათურის მერობის კანდიდატი და სიის პირველი ნომერი - ამირან მაჩიტაძე. 

საჩხერის სიის პირველი ნომერი - კახა ჭიტაძე. 

ტყიბულის მერობის კანდიდატი - გოდერძი ცნობილაძე და სიის პირველი ნომერი - ზვიად ჩიხლაძე.

ხარაგაულის მერობის კანდიდატი - გოდერძი ცნობილაძე და სიის პირველი ნომერი - ბესიკ ცქიფურიშვილი.

ბაღდათის სიის პირველი ნომერი - როლანდ გაჩეჩილაძე. 

წყალტუბოს მერობის კანდიდატი - ირაკლი გველესიანი და სიის პირველი ნომერი - ზვიად ჩიხლაძე.

ვანის მერობის კანდიდატი - გოდერძი ცნობილაძე და სიის პირველი ნომერი - გოგიტა ხურციძე.

ხონის სიის პირველი ნომერი იქნება - ირაკლი დოჭვირი. 

სამტრედიის მერობის კანდიდატი და სიის პირველი ნომერი - კამო კანდელაკი
Print