პოლიტიკა
"ევროპულმა საქართველომ" ქუთაისის მერობის კანდიდატად დავით გოგისვანიძე ოფიციალურად წარადგინა
FaceBook
"ევროპულმა საქართველომ" ქუთაისში მერობის კანდიდატად დავით გოგისვანიძე ოფიციალურად წარადგინა. კანდიდატის წარდგენაზე პარტიის ლიდერები დავით ბაქრაძე, გიგი უგულავა და გიგა ბოკერიაც იმყოფებოდა.

"მე მინდა დავუბრუნო ქუთაისის რწმენა. ქალაქი მძიმე სოციალური გამოწვევების წინაშე დგას, მაგრამ მე მჯერა რომ ქუთაისი სწორ არჩევანს გააკეთებს და "ევროპულ საქართველოს" მისცემს ხმას", - განაცხადა  წარდგენისას დავით გოგისვანიძემ.

იგი სამი მოწვევის საკრებულოს წევრია. ის ქალაქის საკანონმდებლო ორგანოში "ნაციონალური მოძრაობის" სიით მოხვდა. თუმცა, მიმდინარე წელს დავით გოგისვანიძე პარტია "ევროპულ საქართველოს" შეურთდა.



Print