პოლიტიკა
ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის მენეჯერი საკრებულოს დეპუტატებს - გიწვევთ ერთად ვუყუროთ „უჟასებს“
FaceBook
ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის მენეჯერი თემურ ცამციშვილი მიმართვას ავრცელებს.
იგი ქუთაისის საკრებულოს დეპუტატების მხრიდან გამოთქმულ ბრალდებებს ეხმიანება.
"მივმართავ აღშფოთებულ საკრებულოს! გიწვევთ ცენტრში! ეს კინოთეატრი თქვენიცააა, ამ ქალაქისაა და ერთად უნდა ვაკეთოთ საქმე, "ამხანაგები" პატარიძე და ცამციშვილი ახალგაზრდული ცენტრის კარს აღებენ, ჩვენ მარგინალები არ ვართ, მოდით და ერთად ვუყუროთ " უჟასებს" რომელსაც სინამდვილეში თრილერი ქვია".
ქუთაისის საკრებულოს დეპუტატების ინფორმაციით ახალგაზრდულ ცემტრის წარმომადგენლები საჯარო სკოლებში ბავშვებს ბილეთების ყიდვას აიძულებენ. ამასთან ერთადისინი მოსწავლეებს კინოთეატრში "უჟასებს" აყურებინებენ.

Print