პოლიტიკა
ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი დეპუტატს პასუხობს - ე.წ. უჟასებს თრილერი ქვია
FaceBook
ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი ქუთაისის საკრებულოს დეპუტატის გურამ ტოროშელიძის ბრალდებას პასუხობს.

ტოროშელიძის ინფორმაციით ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენლები საჯარო სკოლებში ბავშვებს აძალებენ ცენტრში დემონსტრირებული ფილმების ბილეთების ყიდვას. ცენტრის დირექტორის ნატალი პატარიძის თქმით, ბილეთების რეალიზაციას ცენტრის თანამშრომელი აწარმოებს, რომელიც ამავდროულად ოპერის თეატრის დისტრიბუტორიცაა ," მაინტერესებს, რატომ შეიძლება სხვა ორგანიზაციებისთვის ბილეთი შეთავაზოს სკოლას და აკრძალულია ეს ცენტრისთვის? ", - ამბობს ნატალი პატარიძე. მისი განმარტებით სკოლებში მხოლოდ რეპერტუარი შეაქვთ, ფილმებს სკოლები ირჩევენ და ბილეთებს უშუალოდ კინოთეატრში ყიდულობენ. ცენტრმა მხოლოდ ფილმით დაინტერესებულთა მიახლოებითი რაოდენობა იცის.
"უჟასების" თაობაზე კი ნატალი პატარიძე დეპუტატს განუმარტავს რომ "ე.წ. " უჟასს" ჰქვია " თრილერი" რომელსაც მსოფლიო კინოთეატრებში აჩვენებენ, აქ ყველაფერი სტანდარტის დაცვითაა.", - აღნიშნავს ნატა პატარიძე.
დეპუტატსა და ახალგაზრდულ ცენტრს შორის დაპირისპირებას გასულ კვირას ჰქონდ ადგილი, როდესაც ახალგაზრდული ცენტრის ინფორმაციით " დეპუტატის ბრძანებით კინოჩვენება გააჩერეს და 170 ბავშვი გარეთ გამოუშვეს".
ეკა კუხალაშვილი

Print