პოლიტიკა
საკრებულოს დეპუტატის ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრზე - ბავშვებს „უჟასებს“ აყურებინებენ
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი, გურამ ტოროშელიძე ამ დროისთვის მიმდინარე საკრებულოს სხდომაზე გასულ კვირას ახალგაზრდულ ცენტრში ელექტროენერგიის გამორთვის ფატს გამოეხმაურა.

ტოროშელიძის განმარტებით, მისთვის სრულიად უცნობი იყო აღნიშნულ ცენტრში დენის გამორთვის ფაქტი.
"ან მე რა შუაში ვიყავი ვერ გავიგე. საკითხავი მხოლოდ ის არის, რომ ცამციშვილი და პატარიძე დადიან საჯარო სკოლებში და აძალებენ ბავშვებს გაასაღონ ბილეთები. აყურებინებენ "უჟასებს", მკვლელობებს და ათას უბედურებას", - განაცხადა საკრებულოს დეპუტატმა. დეპუტატმა ახლაგაზრდული ცენტრის წარმომადგენლები ფილმის საჩევენებლად საჭირო ტექნიკის არქონაში დაადანაშაულა და განმარტა, რომ ფილმების ჩვენება ერთი კომპიუტერით ხდება.
"თუკი ეს ადამიანები არიან, ბიზნესმენები როგორც საკუთარ თავს უწოდებენ, რა შემოაქვთ ადგილობრივ ბიუჯეტში და საერთოდ, რას აკეთებენ. აი ეს არის მოსაკითხი", - განმარტა დეპუტატმა.
ამ დროისთვის ქუთაისის საკრებულოს რიგით მეათე სხდომა მიმდინარეობს, სადაც 8 საკითხი უნდა განიხილონ.
თეკლე მორგოშია
Print