პოლიტიკა
"ნაციონალურმა მოძრაობამ" ქუთაისის მერობის კანდიდატად გრიგოლ ვაშაძე დაასახელა
FaceBook
"ნაციონალურმა მოძრაობამ"  ქუთაისის მერობის კანდიდატად საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, გრიგოლ ვაშაძე დაასახელა. კანდიდატი ქუთაისში მთავრობის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე წარადგინეს.  
"ქუთაისი საქართველოს დედაქალაქია. ქუთაისი არის ყველა ქართველის სიამაყე,  ქუთაისზე ზრუნვა, ქუთაისზე ფიქრი და ქუთაისის კეთილდღეობისთვის შრომა არის ყოველი ჩვენთაგანის ვალდებულება და სასიამოვნო ვალდებულება მინდა დავამატო", - განაცხადა წარდგენისას გრიგოლ  ვაშაძემ. 

იგი, 1981-1988 წლებში მუშაობდა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროში საერთაშორისო ორგანიზაციების განყოფილებაში, შემდგეგ, კოსმოსის და ბირთვული შეიარაღებების განყოფილებაში.

1988-1990 წლებში იყო დიპლომატიური აკადემიის ასპირანტი.

1990 წლიდან 2008 წლამდე დაკავებული იყო კერძო ბიზნესით და ხელმძღვანელობდა თავის დაარსებულ კომპანიებს: "Georgia Arts Management" და "Gregory Vashadze and BR".

2008 წლის 6 თებერვალს დაინიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ.

2008 წლის 1 ნოემბერს დაინიშნა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრად.

2008 წლის 6 დეკემბრიდან დაინიშნა საგარეო საქმეთა მინისტრად

2017 წლიდან პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრია.
Print