პოლიტიკა
"ევროპული საქართველო" ქუთაისის მერობის და მაჟორიტარობის კანდიდატებს 14 სექტემბერს წარადგენს
FaceBook
"ევროპული საქართველო" ქუთაისში საარჩევნო სიის ოფიციალურ წარდგენას 14 სექტემბერს გეგმავს.

პრეზენტაციაზე პარტია ქუთაისის მერობის კანდიდატსა და მაჟორიტარებს დაასახელებს.

უკვე ცნობილია, რომ "ევროპული საქართველოდან" ქუთაისის მერობისთვის საკრებულოს დეპუტატი, დავით გოგისვანიძე იბრძოლებს.

ქუთაისიპოსტის ინფორმაციით, პარტიიდან ნიკეას ოლქის მაჟორიტარად კოტე რატიანი იყრის კენჭს.

"ევროპულმა საქართველომ" მეობის კანდიდატები უკვე დაასახელა იმერეთის თითქმის ყველა რაიონში.
Print