პოლიტიკა
"ნაციონალური მოძრაობა" ქუთაისში საუბნო კომისიის წევრობაზე კენჭისყრაზე უარს ამბობს
FaceBook
"ნაციონალური მოძრაობა" ქუთაისში საუბნო კომისიის წევრობაზე კენჭისყრაზე უარს ამბობს. გიორგი უკლებამ ბრიფინგზე სიები წარმოადგინა და განაცხადა, რომ წევრები "ქართული ოცნებით" კომპლექტდება და მათი ვინაობა წინასწარ არის ცნობილი.
"საოლქოს თანამდებობის პირები და წევრები არ რეაგირებდნენ იმ ფაქტებზე, როდესაც კანდიდატურების წარდგენა პირდაპირ "ოცნების" შტაბებიდან, გამგეობებიდან იგზავნებოდა. ჩვენი არაერთი შუამდგომლიბების მიუხედავად რომ მომხდარიყო კანდიდატურების დაბარება და მათთან გასაუბრება (კონკურსის სახე) არც ერთი შუამდგომლიბა არ დაკმაყოფილებულა. არც ერთი კანდიდატი, რომელიც წინა არჩევნების დროს დისციპლინური დევნის სუბიექტი იყო და დარღვევები უფიქსირდებოდა არ მოხსნილა კონკურსიდან თუ პროცესიდან. წინასწარ არის ცნობილი ვის აირჩევენ კომისიის წევრებად", -განაცხადა გიორგი უკლებამ.

ცესკოში წერილობით განმარტავენ, რომ კომისიის წევრებს, კანონის შესაბამისად, უფლება აქვთ არ მიიღონ მონაწილეობა საუბნო–სარჩევნო კომისიის წევრების არჩევის პროცედურაში.

რაც შეეხება, პარტიის ბრალდებას აღნიშნულთან დაკავშირებით, პროცედურების დასრულების შემდეგ, 59–ე საოლქო საარჩევნო კომისიაში კომენტარს 4 სექტმებერს 12 საათზე გააკეთებენ.

Print