პოლიტიკა
"ქართული ოცნება" იმერეთის მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატებს ქუთაისში 2 სექტემბერს წარადგენს
FaceBook
პარტია "ქართული ოცნება" 2 სექტემბერს მერობის კანდიდატებს იმერეთის 12-ივე მუნიციპალიტეტში დაასახელებს.
როგორც პარტიის ცენტრალურ ოფისში ქუთაისიპოსტს განუცხადეს, კანდიდატებს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი პირადად წარადგენს. 

წარდგენის ცერემონია ქუთაისში, ასსაფეხურიან კიბეებთან, 17:00 საათზე გაიმართება. მანამდე კი ერთსაათიანი კონცერტია დაგეგმილი, სადაც მონაწილეობას მიიღებენ ქართული ესტრადის მომღერლები.

პრეზენტაციას პრემიერ-მინისტრთან ერთად დაესწრება ვიცე-პრემიერი კახა კალაძე.

"ქართული ოცნების" მერობის კანდიდატად ქუთაისში ვიცე-გუბერნატორი, გიორგი ჭიღვარია მოიაზრება.
Print