პოლიტიკა
ტყიბულში "ქართული ოცნება" მერობის კანდიდატად ყოფილ გამგებელს წარადგენს
FaceBook

"ქართული ოცნება" ტყიბულში მერობის კანდიდატად ყოფილ გამგებელს, თემურ ჩუბინიძეს წარადგენს.

ინფორმაციას ამის შესახებ ქუთაისიპოსტს თავად თემურ ჩუბუნიძემ დაუდასტურა. მისი თქმით, ტყიბულის მერობაზე მისი კანდიდატურის წარდგენის შესახებ შეთავაზება პარტიის წევრებისგან მიიღო.

"მივიღე შეთავაზება "ქართული ოცნებისგან" და დავთანხმდი. მაქვს გარკვეული გეგმები, ახლა სწორედ ჩამოყალიბების პროცესში ვართ. ამ გეგმებს უახლოეს მომავალში გავასაჯაროებთ", - ამბობს ჩვენთან საუბარში  თემურ ჩუბინიძე.

"ქართული ოცნება" ტყიბულში მერობის კანდიდატს მიმდინარე წლის 9 სექტემბერს წარადგენს.

თემურ ჩუბინიძე ტყიბულის გამგებლის თანამდებობას 2013-2014 წლებშიც იკავებდა.





 

Print