პოლიტიკა
"ქართულმა ოცნებამ" ქუთაისში მერობის კანდიდატად შესაძლოა, გრიგოლ გიორგაძე დაასახელოს
FaceBook
ქუთაისიპოსტის ინფორმაციით, "ქართული ოცნება" ქუთაისში მერობის კანდიდატის პოსტზე კონსულტაციებს, იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველს მოადგილესთან, გიორგი გიორგაძესთან მართავს. ინფორმაციის გადასამოწმებლად ქუთაისიპოსტი "ქართული ოცნების " ცენტრალურ ოფისს დაუკავშირდა, სადაც გიორგაძის კანდიდატურის დაყენება არც უარეყვეს და არც დაადასტურეს.

"ჯერ თბილისის მერობის კანდიდატის გარდა, არცერთ სხვა კანდიდატზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის. მიმდინარეობს კონსულტაციები მმართველ გუნდში", - განგვიმარტეს " ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში.

გიორგაძის კანდიდატურა ქუთაისის პირველი პირის პოსტზე 2013 წელსაც განიხილებოდა, თუმცა, საბოლოოდ, კანდიდატად შოთა მურღულია დასახელდა, რომელიც ქალაქის მერად 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს აირჩიეს.


გიორგი გიორგაძე თერჯოლიდან არის. იგი 11.10.2012 - 22.07.2014 წლებში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე და სამინისტროს საპარლამენტო მდივანი იყო. ასევე, პირობით ვადამდე გათავისუფლების მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარე გახლდათ.

2010-2012 წწ. - სასამართლო ადმინისტრირების და მენეჯმენტის პროექტის (USAID JAMR) მხარდაჭერით შექმნილი მოსამართლეებისა და ადვოკატების საკონსულტაციო ჯგუფის წევრი.
2009-2012 წწ. - შპს ”ტელეიმედი” - იურიდიული სამსახურის უფროსი.

2008-2012 წწ. - შპს ”ბი-დი-ჯი არბიტრაჟი” - არბიტრი.

2008-2010 წწ. - შპს ”ბი-დი-ჯი ლიგალი” - პარტნიორი ადვოკატი.

2007-2008 წწ. - ადამიანთა წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს წევრი.

2006-2008 წწ. - საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გამოძიებისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი.
2017წ. - დღემდე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია - ლექტორი.

2016წ. - დღემდე - ევროპის სასწავლო უნივერსიტეტი - ლექტორი.

2014-2015წწ. - აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი - ლექტორი.
2006წ. - დღემდე - კავკასიის უნივერსიტეტი, კავკასიის სამართლის სკოლა - ლექტორი.
2006-2008 წწ. - ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს წევრი.
2005-2006 წწ. "ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრი" -ადვოკატი; ტრენერი-ექსპერტი
2004-2005 წწ. - საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაცია ტრენერი, ექსპერტ-იურისტი.

2004 წ. - შსს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის ქვეგანყოფილების უფროსი.
2003-2005 წწ. - თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტი. საარჩევნო სამართლის, ადმინისტრაციული სამართლისა და კონსტიტუციური სამართლის ლექტორი.

2003-2004 წწ. - მანჰეტენის იურიდიული სამსახური, სტაჟიორი. ნიუ იორკი, აშშ.
2002 წ. - იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტი. მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულების საზოგადოებრივი კონტროლის მუდმივმოქმედი კომისიის წევრი.

2001 წ. - "თბილისის მერიის ბავშვთა უფლებების დაცვის საქალაქო ცენტრი" - იურისტი
2000-2004 წწ. - კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრი. ადვოკატი, გამგეობის წევრი, სოციალურ საკითხთა და ანტიკორუფციული ჯგუფის ხელმძღვანელი.

2000-2002 წწ. - თბილისის 67-ე საშუალო სკოლა, მასწავლებელი.
2000-2001წწ. - Amnesty International, თბილისის სტუდენტური ჯგუფის კოორდინატორი,ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში.
განათლება:

2011 წლიდან - კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის საერთაშორისო სამართლის დოქტორანტი.
2003-2004 წწ. - კოლუმბიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა. ღია საზოგადოების ინსტიტუტისა (OSI) და საზოგადოებრივი ინტერესების სამართლებრივი ინიციატივის (PILI) სტიპენდიანტი. ნიუ იორკი, აშშ.
1996-2001 წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, სპეციალობა: საერთაშორისო სამართალი.
Print