პოლიტიკა
"თბილისში, "ოცნების" ოფისში ვიყავი დაბარებული" - ზესტაფონში გამგებლობის მსურველთა სია იზრდება
FaceBook
თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ზესტაფონის გამგებლობის მსურველთა სია ფართოვდება. ზესტაფონის "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის გელა ჯუღელის ინფორმაციით, რაიონის გამგებლობისთვის ზესტაფონის მკვიდრი გიორგი გოგლიჩიძეც იბრძოლებს.

"თბილისში, "ოცნების" ოფისში ვიყავი დაბარებული ამ საკითხთან დაკავშირებით. პასუხისმგებლობას არ გავურბივარ. რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი ვისზე გააკეთებენ არჩევანს "ოცნების" სათაო ოფისში", - ამბობს ჩვენთან საუბარში გიორგი გოგლიჩიძე.

გიორგი გოგლიჩიძე 2006-2010 წლებში ზესტაფონის რაიონის საკრებულოს წევრი იყო. 2008 წელს საქართველოს პარლამენტის ზესტაფონის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი (ლეიბორისტული პარტიიდან). 2011 წელს დააპატიმრეს. 2012 წლის 5 დეკემბერს პარლამენტის მიერ მიენიჭა პოლინტიკური ნიშნით დაპატიმრებული პირის სტატუსი. იგი 2010 წლამდე "ლეიბორისტული პარტიის" წევრი იყო. ამჟამად უპარტიოა.




ამავე თემაზე:

გამგებლის პოსტზე „ოცნების“ შესაძლო კანდიდატების სია ზესტაფონში

"ოცნებამ" ზესტაფონში გამგებლის კანდიდატად, შესაძლოა, მუნიციპალიტეტის გამგებელი დაასახელოს


ეკა დუგლაძე
Print