პოლიტიკა
„მივიღე შემოთავაზება“ - მერაბ კვიცარიძე „ოცნებამ", შესაძლოა, საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატად დაასახელოს
FaceBook
ქუთაისის დ. ნაზარიშვილის სახელობის საოჯახო მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი, მერაბ კვიცარიძე, შესაძლოა, "ქართულმა ოცნებამ" ქუთაისის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატთა სიაში ჩასვას.

კვიცარიძე ქუთაისიპოსტთან საუბარში ადასტურებს, რომ მმართველი გუნდისგან შეთავაზება უკვე მიიღო, თუმცა, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაფერი აქვს.

"შემოთავაზება იყო, მაგრამ ჯერ ველოდები სიტუაციას. მმართველი გუნდი და სახელმწიფო რასაც გადაწყვეტს, ის შემოთავაზება იქნება ჩემთვის პირველი", - ამბობს მერაბ კვიცარიძე.

მერაბ კვიცარიძის საკრებულოს დეპუტატობის შესაძლო კანდიდატობაზე ინფორმაცია ადრეც გავრცელდა, თუმცა, მაშინ მან ეს ინფორმაცია ქუთაისიპოტთან საუბარში არ დაადასტურა.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თარიღად საქართველოს პრეზიდენტმა 2017 წლის 22 ოქტომბერი დაასახელა. 

Print