პოლიტიკა
"ოცნებამ" ბაღდათის გამგებლობის კანდიდატად, შესაძლოა, გამგებლის მოვალეობის შემსრულებლი დაასახელოს
FaceBook
ბაღდათში შესაძლოა "ქართულმა ოცნებამ" გამგებლობის კანდიდატად მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, არჩილ გოგსაძე წარადგინოს.
"ჯერ-ჯერობით ვერფერს ვერ გეტყვით, მანამ სანამ საბოლოო ინფორმაცია არ იქნება ჩემთვის ცნობილი და ოფიციალურად არ წარადგენენ ჩემს კანდიდატურას. თუ დავსახელდები, რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის მისაღებია. მე დიდი სურვილი მაქვს რაღაც გაკეთდეს ბაღდათში, ბაღდათელი ვარ წარმოშობით და ძალიან მიყვარს ეს მხარე", - ამბობს ჩვენთან საუბარში არჩილ გოგსაძე.

არჩილ გოგსაძე ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალოების შემსრულებალად, ყოფილმა გამგებელმა ირაკლი გეგეშიძემ 2016 წლის ნოემბერში დანიშნა.
ის 1990-1995 წლებში სარაგბო კლუბ "თბილისის"-ს შერკინების მეორე ხაზში თამაშობდა. მას ასევე, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ფონდის აღმასრულებლი დირექტორის პოსტიც ეკავა.

რაც შეეხება, სხვა პარტიებს ბაღდათში, მათი წარმომადგენლები ჩვენთან საუბარში განმარტავენ, რომ ამ ეტაპზე შეჯერებული არ არიან თუ ვის წარადგენენ გამგებლის კანდიდატად.

"რომ გითხრათ გადაწყვეტილიამეთქი, არა. თუმცა, არაა გამორიცხული რომ "ნაციონალური მოძრაობიდან" მე დამასახელონ კანდიდატად. სხვა კანდიდატი ამ ეტაპზე არ განიხილება", -ამბობს გია რობაქიძე.

"საბოლოო გადაწვეტილება ამ საკითხზე ჯერ არ არის მიღებული, მიმდინარეობს მუშაობა. რამოდენიმე კანდიდატურა განიხილება. თუმცა, სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას არ მივიღებთ ვერ დაგისახელებთ. კოდექსიც და კანონიც იძლევა საშუალებას, რომ ჯერ კიდევ ვიფიქროთ საბოლოო გადაწყვეტილებაზე", -
განმარტავენ  "ევროპული საქართველოს" ბაღდათის ორგანიზაციაში.

თეონა წითაძე
Print