პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის მერობის კანდიდატის ვინაობა 22 ივლისს გახდება ცნობილი
FaceBook
"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის მერობის კანდიდატის ვინაობა, 22 ივლისს გახდება ცნობილი.
პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, ბესო ბრეგაძე ქუთაისიპოსტთან საუბარში ამბობს, რომ ხანგრძლივი კონსულტაციების შედეგები მალე გახდება ცნობილი.

პარტიაში არ მალავენ, რომ ამ ეტაპზე მერობის ერთადერთ კანდიდატად ხატია დეკანოიძე განიხილება. ხოლო, თუ საბოლოო არჩევანი დეკანოიძეზე არ შეჩერდა, მხოლოდ ამ შემთხვევაში დაიწყება მსჯელობა ალტერნატიულ კანდიდატზე.

"ჯერჯერობით უნდა გადაწყდეს იქნება თუ არა ხატია დეკანოიძე კანდიდატად შერჩეული. შემდეგ იქნება მსჯელობა სხვებზე. 22-ში უკვე გვეცოდინება საბოლოო პოზიცია", - ამბობს ბესო ბრეგაძე.

მისივე თქმით, ალტერნატიულ კანდიდატებად განიხილება პარტიის როგორც ადგილობრივი, ასევე, ცენტრალური ორგანიზაციის წარმომადგენლები.

პარტიის მიერ კანდიდატის ოფიციალური  წარდგენა მოგვიანებით მოხდება. 




Print