"ქართულმა ოცნებამ" ზესტაფონის გამგებლის კანდიდატად შესაძლოა,
მუნიციალიტეტის გამგებელი ტარიელ თუთარაშვილი დაასახელონ.
თუთარაშვილი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ თუკი პარტია გადაწყვეტს
მისი კანდიდატურის დაყენებას, ის მზად იქნება.
"მუშაობის პროცესში ვართ, ჯერ გადაწყვეტილი არაფერია. მზად ვარ კვლავ
ვემსახურო ჩემს რაიონს თუ პარტიის ხელმძღვანელობა ამას გადაწყვეტს", -
განმარტავს თუთარაშვილი.
ქუთაისიპოსტის ინფორმაციით, გამგებლის პოსტზე "ქართული ოცნებიდან"
კენჭისყრის სურვილი აქვს, პარტიის ზესტაფონის ორგანიზაციის
აღმასრულებელ მდივანს გელა ჯუღელს, გამგეობის ზედამხედველობის
სამსახურის უფროსს, მამუკა მახათაძეს, "ქართული ოცნების" შტაბის ყოფილ
უფროსს ელგუჯა კვეტენაძეს და რაიონის გამგებლის მოადგილეს ვახტანგ
ღამბაშიძეს.
ერთ-ერთი ვერსიით,
"ქართულმა
ოცნება" ზესტაფონის გამგებლის კანდიდატად "ჯორჯიან მანგანეზის"
წარმომადგენელსაც
განიხილავს.
ტარიელ თუთარაშვილი, რომელიც პარალელურად არის "ქართული ოცნების"
ზესტაფონის ოფისის ხელმძღვანელი, ამბობს რომ "ოცნება"
ოფიციალურად ზესტაფონში გამგებლის კანდიდატს თვის ბოლოს
დაასახელებს.
ეკა დუგლაძე
მასალის გამოყენების პირობები