პოლიტიკა
ქუთაისის მერია 17 000 ლარის პლანშეტურ კომპიუტერებს ყიდულობს
FaceBook
ქუთაისის მერიამ პლანშეტური კომპიუტერების (ტაბლეტების) შესაძენად 17 000 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.
სატენდერო პირობების მიხედვით, 24 ტაბლეტი განკუთვნილი იქნება მერიის სამსახურებისთვის.
ტენდერში გამარჯვებული ვალდებულია უზრუნველყოს ახალი (არ უნდა იყოს ექსპლოატაციაში ნამყოფი) პლანშეტური კომპიუტერების (ტაბლეტი) მოწოდება ქუთაისის მერიისათვის საკუთარი ხარჯებით, ხელშეკრულების დადებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში.
მიწოდებულ პლანშეტურ კომპიუტერებს უნდა გააჩნდეს სტანდარტიზაციის საერთაშორისო
ორგანიზაციის IშO სერტიფიკატი, რისი დამამტკიცებელი შესაბამისი ინგლისურენოვანი ან ქართულ ენაზე ოფიციალური ნათარგმნი დოკუმენტი უნდა დაერთოს ,,მიმწოდებლის" სატენდერო წინადადებას. ტენდერში გამარჯვებული ვალდებულია მოახდინოს რეაგირება წუნის შემთხვევაში მოთხოვნიდან 24 საათის განმავლობაში.
პლანშეტური კომპიუტერების შესაძენად ერთეტაპიანი, გამარტივებული ტენდერი ქუთაისის მერიამ 15 მაისს გამოაცხადა. სატენდერო წინადადებების მიღება 22 მაისს სრულდება.
Print