პოლიტიკა
"მერობისთვის რბილი ხასიათი მაქვს"- წულაია ქუთაისის საკრებულოს დეპუტატობისთვის იბრძოლებს (ვიდეო)
FaceBook
პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე, გოგი წულაია, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქუთაისის საკრებულოს დეპუტატობისთვის იბრძოლებს.
წულაია მიიჩნევს, რომ ქალაქის მერობისთვის შეუფერებელი კანდიდატურაა, საკრებულო კი ის ადგილია, სადაც უფრო ეფექტურად შეძლებს ამომრჩეველთა ინტერესების დაცვას.

"თავისუფალი საქართველო" ქუთაისის საკრებულოში ფრაქციის შესაქმნელად რამდენიმე დეპუტატის გაყვანას გეგმავს.

გოგი წულაია, რომელიც პარტიული სიის პირველი ნომერი იქნება, მიიჩნევს, რომ წინა არჩევნებთან შედარებით, წელს უფრო მაღალი რეიტინგი და შესაბამისად, გამარჯვების მეტი შანსი აქვს.

"თავისუფალი საქართველოს"  იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე  2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში, ქუთაისის N 49-ე ოლქში  ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო. თუმცა, არჩევნების შედეგების მიხედვით,  საჭირო ხმები ვერ მიიღო. იგი მაჟორიტარი დეპუტატობისთვის "გაერთიანებული ოპოზიციის" სახელით იბრძოდა.

წულაია მონაწილეობდა 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებშიც, თუმცა, მაშინაც ვერ შეძლო საჭირო ხმების მოპოვებაც. 

Print