პოლიტიკა
"მაიძულეს თუ..." - შოთა მურღულია მესამე ვიცე-მერზე
FaceBook
ქუთაისის მერის, შოთა მურღულიას განმარტებით, მესამე ვიცე-მერის პოსტის შემოღება კანონით გათვალისწინებული ვალდებულება არ იყო.
არჩევნებამდე ცოტა ხნით, მურღულია მესამე ვიცე-მერის პოსტის შემოღების რამდენიმე მიზეზს ასახელებს. მისი თქმით, ერთ-ერთი საჯარო სამსახურის შესახებ კანონია, რომელიც ძალაში მიმდინარე წლის 1 ივლისიდან შედის.

"ეს მნიშვნელოვნად ზრდის ადმინისტრაციული ფუნქციების დატვირთვას, მეორეც - სამუშაოები იმდენად დიდია, რომ მოქმედი ორი ვიცე-მერი აქტიურად ამ თემებში ჩართულები არ იყვნენ, და მესამე, თვითმმართველობის კოდექსის მიხევით, საზოგადოებასთან ურთიერთობის კომპონენტი მნიშვნელოვნად ძლიერდება. ამ მიმართულებით ძნელი იყო მუშაობა, ამიტომ დავამატეთ ის წარმომადგენელი, რომელსაც ზუსტად ეს ფუნქციები ექნება," -  ამბობს ქუთაისიპოსტთან  საუბარში შოთა მურღულია.

ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მესამე ვიცე-მერის დანიშვნა სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურს უკავშირდება, ქუთაისის მერი უარყოფს. მისი თქმით, ის თავად ნიშნავს კადრებს.

"დანიშვნა თუ უნდოდათ, აქამდე ვერ დამინიშნავდნენ? მაიძულეს თუ, რომ მდომოდა, სხვას არ დავნიშნავდი?" - აღნიშნა ჩვენთან საუბარში შოთა მურღულიამ.

ქუთაისის მერის მესამე მოადგილეს, რომელიც უკვე მუშაობას შეუდგა, იმერეთის ვიცე-გუბერნატორის, გიორგი ჭიღვარიასთან დაახლოებული პირია. ის საჯარო შეხვედრებზე, სწორედ ჭიღვარიასთან ერთად ხშირად ჩანს. იმერეთის ვიცე-გუბერნატორს კი "ქართული ოცნების" ქუთაისის მერობის შესაძლო კანდიდატად მოიაზრებენ.

ქუთისი მესამე ვიცე-მერი მიმდინარე წლის 5 ივნისს დანიშნეს. მერიაში ახალი შტატი, 30 მაისს საკრებულოს სხდომაზე დაამტკიცეს. ადმინისტრაციული სამსახურის უფრომა, ზვიად ჯავახიამ ახალი შტატის დამატება მაშინ "საჯარო სამსახურის შესახებ კანონით" ახსნა.


ნახეთ ამავე თემაზე:

ქუთაისის მესამე ვიცე-მერის არასავალდებულო შტატი

"ქართული ოცნება" გრიგოლ დალაქიშვილს ქუთაისის ვიცე-მერად დანიშვნას ულოცავს

ქუთაისის მერიაში ვიცე-მერის მესამე შტატი დაემატა
Print