პოლიტიკა
NDI-ის კვლევა - საქართველოში ძლიერი ოპოზიციური პარტიების სამეული
FaceBook
საქართველოს მოსახლეობა ქვეყანაში ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიად "ნაციონალურ მოძრაობას"მიიჩნევს.
პირველ სამ ადგილს პარტია "თავისუფალი დემოკარტები" (6%), და "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" (5%) ინაწილებენ.
აღნიშნული მონაცემები აჩვენა საქართველოს მასშტაბით NDI-ის კვლევის შედეგებმა. კითხვაზე - რომელ პარტიას მიიჩნევთ ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ პარტიად საქართველოში? - პასუხი 4%-მა არ გასცა.
საზოგადოების განწყობა საქართველოში - ასე ჰქვია კვლევას რომელიც ორგანიზაციამ მიმდინარე წლის აპრილში განახორციელა. კვლევის მიზანია ქვეყანაში ისეთი პოლიტიკისა და მმართველობის ჩამოყალიბება, რომელიც უფრო მეტად იქნება მორგებული მოსახლეობის საჭიროებებზე.
საველე სამუშაოები მიმდინარე წლის 27 მარტიდან – 19 აპრილის ჩათვლით განხორციელდა. კვლევაში წარმომადგენლობითი შერჩევა ქვეყნის მასშტაბით, სოფლის ტიპის დასახლებებში, ასევე აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში, ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ პუნქტებშიც ჩატარდა. ასევვე, დამატებით წარმომადგენლობითი შერჩევა თვითმმართველ ქალაქებშიც თბილისი, ქუთაისი, ზუგდიდი, ბათუმი, ახალციხე და გურჯაანის მუნიციპალიტეტში მოხდა. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2.3%-ია.
კვლევის შედეგები ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით ჩღღჩ საქართველოს მიერ. კვლევა დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (ჩIDA) მიერ.

Print