პოლიტიკა
"ქართული ოცნება" გრიგოლ დალაქიშვილს ქუთაისის ვიცე-მერად დანიშვნას ულოცავს
FaceBook
პარტიის "ქართული ოცნება" ქუთაისის ორგანიზაცია გრიგოლ დალაქიშვილს ქუთაისის მესამე ვიცე-მერად დანიშვნას ულოცავს. "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის საოლქო ორგანიზაცია პარტიის იმერეთის კოორდინატორს ბ–ნ გრიგოლ დალაქიშვილს ულოცავს ქუთაისის ვიცე–მერის თანამდებობაზე დანიშვნას! ვუსურვებთ მომავალში კიდევ უფრო დიდ წინსვლას და წარმატებებს!!! წარმატებები ყველა ნამდვილ 41–ებს !!!", -  წერია ქუთაისის ორგანიზაციის  ფეისბუკის ოფიციალურ  გვერდზე. 

არაოფიციალური ინფორმაციით, გრიგოლ დალაქიშვილის ვიცე-მერის პოსტზე წარდგენა დღეს იგეგმებოდა. თუმცა,  ქალაქის ხელისუფლებას მედიისთვის ოფიციალურად არ წარუდგენია. 

გრიგოლ დალაქიშვილი სოციალურ ქსელში მილოცვებს უკვე  იღებს.

ქუთაისის მერიაში მესამე ვიცე-მერის შტატი საკრებულოს 30 მაისის სხდომაზე დაემატა.

მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის,  ზვიად ჯავახიას განმარტებით, ახალი შტატის შექმნა "საჯარო სამსახურის შესახებ კანონის" მოთხოვნის შესაბამისად მოხდა.

„ქუთაისის მერიას ამჟამად ყავს 12 თანამდებობის პირი. იქედან გამომდინარე, რომ მიმდინარე წლის 1 ივნისიდან უნდა ამოქმედდეს „საჯარო სამსახურის შესახებ კანონი“ ჩვენ უნდა მოგვეყვანა ამ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში თანამდებობების რაოდენობაც“, – განაცხდა ზვიად ჯავახიამ.

ჯავახია მაშინ ამბობდა, რომ ამ პოსტზე არავინ იყო შერჩეული და 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე, შესაძლოა, არც არავინ დანიშნულიყო.
Print