პოლიტიკა
ქუთაისში ხანძარს ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა
FaceBook
ქუთაისში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა.
ხანძარი ქუთაისში, ბუხაიძის ქუჩაზე, მაღალსართულიან საცხოვრებელ ბინა N 13 ში გაჩნდა.
ბინაში, სადაც ხანძარი გაჩნდა ბაბუა და შვილიშვილი იმყოფებოდნენ.
შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა, ხოლო ხანშიშესული მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც ადგილზე მყოფები ამბობენ, ცეცხლი სავარაუდოდ ანთებული სანთლის მიზეზით  გაჩნდა.
შემთხვევის ადგილზე სახანძრო და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები, ასევე საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული.
ქუთაისიპოსტი
Print