პოლიტიკა
ტყიბულში პოლიტიკური პარტიები არჩევებისთვის ემზადებიან
FaceBook

ტყიბულში მოქმედი პოლიტიკური პარტიები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადებიან.  თუმცა ამ დროისთვის კანდიდატებს არ ასახელებენ.

პოლიტიკურ პარტიებში აცხადებენ, რომ პარტიებში  კონსულტაციები მიმდინარეობს და საკუთარ კანდიდატებს  მოგვიანებით დაასახელებენ.

 


ტყიბულში მოქმედი პოლიტიკური პარტიები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადებიან. პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, რომლებსაც ოფისი არ აქვთ, გახსნას გეგმავენ. 

ტყიბულში  ცხრა პოლიტიკური პარტიაა. აქედან, ოფისი ოთხ პარტიას  "ქართულ ოცნებას"; "ნაციონალური მოძრაობას";  "ევროპული საქართველოს" და "პატრიოტთა ალიანსის" ადგილობრივ ორგანიზაციებს აქვთ. დარნარჩენ პარტიებში ("რესპუბლიკური პარტია", "ლეობორიტები", ბურჯანაძის პარტია, თავისუფალი დემოკრატები და "გირჩი")  განმარტავენ, რომ  მათ ოფისები არჩენებამდე ექნებათ. 

მაგალითად,  ტყიბულში "გირჩის ადგილობრივი ორგანიზაცია არის, თუმცა, არც თავმჯდომარე ჰყავთ და არც ოფისი აქვთ. პოლიტიკურ ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ  ამ დროისთვის კონსულტაციები მიმდინარეობს და საორგანიზაციო საკითხები არჩევნებამდე  მოწესრიგდება. 



თეონა ჯანელიძე
Print