პოლიტიკა
"ეს არის "ოცნების" პარტიული შეხვედრა" - ზესტაფონში საკონსტიტუციო ცვლილების განხილვა იწყება
FaceBook
ზესტაფონში საკონსტიტუციო ცვლილების განხილვა, რომელიც 10:00 საათზე უნდა  გამართულიყო, ამ დრომდე არ დაწყებულა. შეხვედრა კულტურისა და შემოქმედების ცენტრის (ფეროს ყოფილი  კლუბი) შენობაში  გაიმართება.
საკონტიტუციო ცვლილების განხილვაზე  დასასწრებად  "ქართული ოცნების" აქტივისტები, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკერებულოს თანამშრომლები დილიდან შეიკრიბნენ.  ასევე, არიან სოფლის რწმუნებულები, რომლებსაც ორგანიზებულად მოჰყავთ მოქალაქეები. შეხვედრაზე დასასწრებად უკვე მივიდა  საპარლამენტო უმცირესობა და ზესტაფონში არსებული ოპოზიციური პარტიის წევრებიც. ასევე არიან, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის პირველი პირებიც. 

"ეს კონტიტუციის განხილვა არ არის, ეს არის  "ოცნების" პარტიული შეხვედრა", - განმარტა ქუთაისიპოტთან საუბარში ზესტაფონის საკრებულოს "თავისუფალი საქართველოს"  წარმოამდგენელმა, გივი თუთბერიძემ.

შეხვედრაზე შეკრებილები ჩვენთან საუბარში განმარტავვნ, რომ ისინი საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით მაღრაძემ გააფთხილა, რომ სიტყვით გამოსვლისას არა კონსტიტუციაზე არამედ, ოჯახის სიწმინდეზე  ისაუბრონ.

"დავით მაღრაძეს გაფრთილებული ვყვავართ, რომ  ოჯახის სიწმინდეზე ვისაუბოთ", - განმარტავენ  ქუთაისიპოსტთნ საუბარში შეხვედარზე მისული მოქალაქეები, რომლებიც ვინაობას შესაძლო პრობლემების შექმნის გამო არ  ამბობენ. 

საჯარო დისკუსიებს სულ 20 შეხვედრა დაეთმობა. კონსტიტუციის პროექტის განხილვა კი 23 მაისს დასრულდება.

საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვა ქუთაისიდან დაიწყო. 

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მიხედვით: საქართველოს პრეზიდენტს ირჩევს საარჩევნო კოლეგია, უქმდება მაჟორიტარული სისტემა, კონსტიტუციით განისაზღვრება ოჯახის დეფინიცია, გენერალურ პროკურორს საქართველოს პარლამენტი ამტკიცებს და მისი არჩევის წესში საპეროკურორო საბჭო აღარ ფიგურირებს, მოსამართლეების წარდგენა-დანიშვნაში პრეზიდენტის უფლებები იზღუდება, ქვეყნის უზენაეს კანონს ემატება მე-11 თავი რომელიც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას უკავშირდება. პროექტის თანახმად, კონსტიტუციაში ასევე აღარ არის პარლამენტის ადგილსამყოფელი განსაზღვრული.



ამავე თემაზე:

მესხიშვილის თეატრში საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო-საყოველთაო განხილვა დაიწყო

"ქუთაისი იქნება ბევრად მეტი, ვიდრე საპარლამენტო ქალაქი" - ირაკლი კობახიძე

"მმართველ გუნდს სიტყვაზე ვერ ვენდობით" - გია თევდორაძე

საქართველოში რეგიონები უნდა განვითარდეს - ირაკლი კობახიძე

მამუკა მდინარაძე - ქორწინება არის ქალის და მამაკაცის ერთობა

საკონსტიტუციო ცვლილებების მორიგი განხილვა ზესტაფონში გაიმართება



ეკა დუგლაძე

Print