პოლიტიკა
5 წლიანი ბავშვების შესახებ პრემიერი განათლების მინისტრს პარლამენტთან მუშაობისკენ მოუწოდებს
FaceBook
პრემიერ-მინისტრმა განათლების მინისტრს და პარლამენტის კომიტეტს 5 წლიანი ბავშვების სკოლაში მიღების თაობაზე შეთანხმებისკენ მოუწოდა.
ხუთწლიანი ბავშვების სკოლაში მიღების თაობაზე შეკითხვით, ირაკლი ღარიბაშვილს საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, კობა სუბელიანმა მიმართა.
მისი თქმით, ბავშვები, რომლებიც 6 წლის სასწავლო წლის დაწყების შემდეგ ხდებინ, დისკრიმინირებულ მდგომარეობაში იქნებიან.
"ორი კვირის გამო მშობელი იძულებული გახდება ბავშვი კერძო სკოლაში მიიყვანოს. ყველას არ აქვს კერძო სკოლის ფუფუნება და ამიტომ ეს არის დისკრიმინაცია," - განაცხადა კობა სუბელიანმა.
განათლების მინისტრის განცხადებით, ამ საკითხზე კონსულტაციები შესაბამის სპეციალისტებთან მიმდინარეობდა.
"ხუთწლიანი ბავშვების თემაზე თუ იცნობთ სკოლიდან მოსწავლეების მიტოვების მიზეზებს და რომელ ასაკში ხდება ეს. თუ იცნობთ ამის გამომწვევ მიზეზებს. ამაზე არსებობს სტატისტიკა და გავიარეთ ინტენსიური კონსულატაციები შესაბამის სპეციალისტებთან. მოთხოვნა არის 6 წელი და 8 თვე იმის მიხედვით, თუ რა მომსახურება შეგვიძლია გავუწიოთ ბავშვებს. აქედან გამომდინარე, ყველაზე ოპტიმალური ვერსია არის ის, რომ სკოლის დაწყებისას ბავშვი იყოს 6 წლის," - განმარტა თამარ სანიკიძემ კობა სუბელიანის შეკითხვის შემდეგ.
პრემიერმა ღარიბაშვილმა კი განათლების მინისტრს საპარლამენტო კომიტეტთან თანამშრომლობისაკენ მოუწოდა. პრემიერმა კობა სუბელიანს უპასუხა, რომ მას, როგორც მოქალაქესა და მშობელს, ესმის ამ საკითხის.
"თუ აქ ორ კვირაზეა საუბარი, ამის გადაჭრა შეიძლება. მე მესმის თქვენი, როგორც მოქალაქის და როგორც მშობლის. ეს არის განათლების სამინისტროს და კომიტეტის სამუშაო. ამაზე თქვენ უნდა იმუშაოთ პარლამენტში და შეთანხმდეთ. თუ ვერ შეთანხმებით, მაშინ ქალბატონმა სანიკიძემ უნდა წარმოადგინოს მყარი არგუმენტები," – განაცხადა ღარიბაშვილმა.
დეა მანაგაძე
Print