პოლიტიკა
ვანში 4 ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობას ითხოვენ
FaceBook
პარლამენტის სხდომაზე პრემიერ-მინისტრს ვანში 4 ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობის ინიციატივით მიმართეს.
ამ მოთხოვნით პრემიერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით ლორთქიფანიძემ მიმართა. მისი თქმით, რაიონში სასტუმროს მშენებლობა ტურისტების დიდი ნაკადის გამო აუცილებლობას წარმოადგენს. დავით ლორთქიფანიძემ პრემიერ-მინისტრს თხოვნით მიმართა მთავრობამ ინვესტორი მოიძიოს და პროექტი დააფინანსოს.
დეა მანაგაძე
Print