პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - 2020 წლამდე ქუთაისში 30 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება
FaceBook

საქართველოს პრემირ-მინისტრის განცხადებით 2020 წლამდე ქუთაისში 30 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება, რაც რეგიონის განვითარებაზე გავლენას მოახდენს.

"ჩვენმა მთავრობამ ცოტა ხნის წინ მიიღო დადგენილება ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ. ლაპარაკია 2020 წლამდე 30 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებაზე. მე დიდი იმედი მაქვს, რომ მალე ქუთაისში მთლიანად შეიცვლება განვითარების ტემპი და ჩვენ რამდენიმე წელიწადში გვექნება თანამედროვე ინდუსტრიული ზონა, რომელიც მნიშვნელოვნად აამაღლებს რეგიონის ცხოვრების დონეს და დიდ გავლენას მოახდენს ქვეყნის ეკონომიკაზე," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერის განცხადებით, ქუთაისს სწორედ ასეთი განვითარება სჭირდება და არა კოლოსალური თანხის დახარჯვა პარლამენტის მშენებლობაზე.
"ვფიქრობ, რომ ქუთაისს განვითარებისთვის სწორედ ასეთი ცვლილებები სჭირდება და არა კოლოსალური თანხის დახარჯვა, მაგალითად, პარლამენტის ამ შენობისთვის - ეს არის ხალხისა და სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი ასობით მილიონი ლარი, რომელიც რეალურად, წყალში გადაყრილი ფულია," - განაცხადა პრემიერმა.
დეა მანაგაძე

 

Print