პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი მთავარი მონაპოვარი თავისუფლებაა
FaceBook
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით,  მთავრობის მთავარი მონაპოვარი თავისუფლებაა. აღნიშნული  განცხადება პრემიერმა პარალამენტში  სიტყვის გამოსვლის დროს გააკეთა.
"რამდენიც არ უნდა ვილაპარაკო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ჯანდაცვის უპრეცედენტო რეფორმაზე, სოფლის მეურნეობაში ჩადებულ უდიდეს ძალისხმევაზე და ასე შემდეგ, მაინც მიმაჩნია, რომ ჩვენი პოლიტიკური ძალის მთავარი მონაპოვარი არის თავისუფლება, ჩვენი საზოგადოების თითოეული წევრის თავისუფლება, რასაც ეჭვქვეშ ვერავინ დააყენებს. და, რაც მთავარია, ის ფუნდამენტური ცვლილებები, რომლებიც ჩვენმა ხელისუფლებამ ამ მიმართულებით განახორციელა, შეუქცევადია", - განაცხადა პრემიერ მინისტრმა. მისი განმარტებით, მათ მიერ "მოპოვებულმა" თავისუფლებამ მოიტანა ის, რომ ხალხი ბევრად უფრო მომთხოვნი გახდა ხელისუფლების მიმართ, ვიდრე ახლო წარსულში იყო, და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის, საზოგადოების წინსვლისთვის.
ღარიბაშვილი ირწმუნება, რომ მთავრობის მთავარი საზრუნავი, დემოკრატიის ფუნდამენტურ ღირებულებებთან ერთად, ადამიანებისთვის მეტი შესაძლებლობების გაჩენაა.
პრემიერ მინისტრის გამოსვლამდე  საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს ევროპის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარემ მიმართა.

თეკლე მორგოშია


Print