პოლიტიკა
"არ ვარ დამოუკიდებლად მოთამაშე" - შოთა მურღულია ქუთაისის მერად კანდიდატურის წარდგენაზე
FaceBook
"მე მზად ვარ ჩემს ქვეყანას ვემსახურო" - ეს ქუთაისის მერის, შოთა მურღულიას პირველი კომენტარია თვითმმართველობის არჩევნებში ქალაქის მერად მისი კანდიდატურის შესაძლო წარდგენაზე. 

ქუთაისიპოსტთან საუბარში მურღულია აცხადებს, რომ გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ მასზე დამოკიდებული არაა და ეს გუნდმა უნდა გადაწყვიტოს.

"როგორც გუნდი გადაწყვეტს ისე ვიმოქმედებთ," - ამბობს ის.





2013 წლის ნოემბერში შოთა მურღულია ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. მანამდე ის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე იყო.

2002-2012 წლებში საქართველოს სტრატეგიული კვლევის და განვითარების ცენტრში მუშაობდა. დაკავებული იყო პედაგოგიური საქმიანობითაც, კითხულობდა ლექციებს გრიგოლ რობაქიძის, ილიას და თავისუფალ უნივერსიტეტებში.

მურღულია ქუთაისის მერად 2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე აირჩიეს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემებით, მას მხარი ამომრჩეველთა 50,63%-მა დაუჭირა.


Print