პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტს პარლამენტში 7 აპრილს ელოდებიან
FaceBook
საქართველოს პრეზიდენტს დღეს პარლამენტში ელოდებიან. გიორგი მარგველაშვილი, ყოველწლიური საპარლამენტო გამოსვლაში ეკონომიკური განვითარებისა და სოციალურ საკითხებზე, უსაფრთხოებასა და საგარეო ურთიერთობებზე, ასევე, მედიისა და სასამართლოს თემებზე ისაუბრებს.

პრეზიდენტის  გამოსვლის შემდეგ,  საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობაში შემავალ ფრაქციებს დებატებისთვის 10-10 წუთი გამოეყოფა, ხოლო სხვა ფრაქციის წარმომადგენლები, რეგლამენტით გათვალისწინებულ 15 წუთს გამოიყენებენ.

გიორგი მარგველაშვილი დღეს კანონმდებლებთან ყოველწლიური გამოსვლით ქუთაისში ორდღიან ვიზიტს დაასრულებს. პრეზიდენტმა ქუთაისში კამპანია "კონსტიტუცია ყველასია"ს ფარგლებში შეხვედრა  წერეთლის უნივერსიტეტიდან დაიწყო, სადაც სტუდენტებსა და ლექტორებს პრეზიდენტის არჩევითობის მნიშვნლეობაზე ესაუბრა. ასევე, ის 6 აპრილსვე, ქუთასში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში  სხვადასხვა  არასამთავრობო ორგანიზაციისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებსაც შეხვდა.
Print