პოლიტიკა
ქუთაისის საკრებულოს სხდომა ჩაიშალა - ადგილზე პოლიციაა მობილიზებული
FaceBook
მოქალაეებს დარბაზის დასატოვებლად 10 წუთი მისცეს


ქუთაისის საკრებულოს სხდომა ჩაიშალა.
სხდომის ჩასლის მიზეზი ადგილზე მყოფ მოქალაქეებსა და საკრებულოს თავმჯდომარეს შორის დაწყებული დაპირისპირება გახდა.
სხდომაზე ტორპედოს საკითხის განხილვისას მოქალაქეების - ფიქრია სანიკიძისა და მარინა დახუნდარიძის რეპლიკებს თავმჯდომარის შეპასუხება მოჰყვა.
დაწყებული დაპირისპირების გამო, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა მოქალაქეების დარბაზიდან გაყვანის ბრძანება გასცა, რისთვისაც დაცვის პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო, თუმცა მათ მოქალაქეების გაყვანა ვერ შეძლეს. აღნიშნულის გამო საკრებულოს შენობაში დამატებით პოლიცია გამოიძახეს. მოქალაქეებს დარბაზის დასატოვებლად 10 წუთი მისცეს.

ანა ჯანაშია
Print