პოლიტიკა
კახა კუკავა - ღარიბაშვილს თბილისიდან ჩამოყვანილი ბიზნესმენები ქუთაისელებად ყავს გასაღებული
FaceBook
"ქუთაისში პრემიერი ღარიბაშვილი სასტუმრო "ბაგრატთან" თბილისიდან ჩამოყვანილ მეწარმეებს ხვდება, რომელიც ყველაგან თან დაჰყავს," - ამის შესახებ განცხადება პოლიტიკური პარტია "თავისუფალი საქართველოს" ხელმძღვანელმა, კახა კუკავამ განაცხადა.
პოლიტიკური პარტიის ლიდერმა ეს განცხადება მას მერე გააკეთა, რაც მისი თქმით, სასტუმროში ღარიბაშვილთან შეხვედრაზე დასწრების საშუალება არ მიეცა.
"გვინდოდა შესვლა და პრობლემური საკითხების განხილვა მეწარმეებთან და ბიზნესთან მიმართებაში, მაგრამ მასაც სააკაშვილის მსგავსად ბანერი დააქვს და ფორმალურ შეხვედრებს მართავს. ის ადამიანები, რომლებიც ქუთაისელ ბიზნესმენებად ყავთ გასაღებული თბილისიდან ყავთ ჩამოყვანილი და ხალხს ატყუებს. თუკი ნამდვილად მას სურს ბიზნესმენებთან შეხვედრა და ხელშეწყობა, ზუსტად რიგით მოქალაქეებს უნდა შეხვდეს," - განაცხადა დაცვის თანამშრომლებთან დაპირისპირების შემდეგ კახა კუკავამ.
"თავისუფალი საქართველოს" წარმომადგენელი ამბობს, რომ ბიზნესმენებთან შეხვედრა სიის მიხედვით არ უნდა ხდებოდეს, არამედ ყველა მიკრო და მცირე მეწარმეს უნდა ჰქონდეს მასთან შეხვედრის საშუალება.
ამ წუთებში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქუთაისში სასტუმრო "ბაგრატში" ადგილობრივ ბიზნესმენებს და იმერეთი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს ხვდება.
ადგილობრივი მეწარმის, დათო გელენიძის განმარტებით, შეხვედრაზე შესვლა დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა დაუშალეს.
თეკლე მორგოშია

Print