პოლიტიკა
დავით ბაქრაძე - "ნაციონალური მოძრაობის” გაყოფა, არის ემოციურად მძიმე
FaceBook
"ნაციონალური მოძრაობის" გაყოფა - ეს არის ემოციურად მძიმე განცხადება იმიტომ, რომ მე ვიყავი ამ გუნდშიც მათ შორიც მაშინაც, როცა მას  ყველაზე მეტად უჭირდა", - განაცხადა ბრიფინგზე "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა წარმომადგენელმა, დავით ბაქრაძემ.

ყოფილმა "ნაციონალმა" პარტიის შიგნით არსებულ "შეუთავსებლობაზე" ისაუბრა. ბაქრაძემ აღნიშნა რომ:

"ამ უთანხმოების ლოგიკური გაგრძელება და კულმინაცია იყო ის დებატი, რომელიც იყო პარტიის დაგეგმილი ყრილობის გარშემო. ჩვენი შეფასებით, ყრილობა როგორი ფორმითაც იგეგმება, მოემსახურება პარტიის შემდგომ გახლეჩას, განსახვავებული აზრის მქონეების მოკვეთას", -აღნიშნა მან.

ბრიფინგზე ასევე, სიტყვით გამოვიდა პატიმრობიდან ახლადგათავისუფლებული გიგი უგულვა, რომელმაც აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი "დღეს არის მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავის პრობლემა".

საგანგებო ბრიფინგზე "ნაციონალური მოძარობის"  ქუთაისის ორგანიზაციის უკვე ყოფილი თავმჯდომარე, გია თევდორაძეც იმყოფებოდა.

დღესვე ყოფილმა "ნაციონალებმა" ახალი პოლიტიკური პარტიის  შექმნა დაანონსეს.

"ნაციონალური მოძრაობა" ქუთაისის საკრებულოს წევრებმაც დატოვეს.
Print