პოლიტიკა
ევროპა ჩემი სახლია - ქუთაისში პრორუსული ძალები იყოფენ ყველაფერს
FaceBook
"ევროპა ჩემი სახლია" დამფუძნებელმა, გია გოქაძემ ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებული და ჩაშლილი პარკირების აუქციონზე დემოკრატიის ჩართულობის ცენტრში შეხვედრა გამართა.
მისი თქმით, პარკირება და ჩაშლილი აუქციონები არ არის ეკონომიკური საკითხი და იგი პირდაპირ კავშირშია პოლიტიკასთან. კერძოდ, გარკვეულ გარიგებასთან და ადგილების გადანაწილებასთან ქუთაისის მერსა და რამდენიმე პარტიას შორის "2013 წელს ქუთაისს მოევლინა მერად შოთა მურღულია. მაშინ მის მერად მოვლენაში დიდი როლი ითამაშა "პატრიოტთა ალიანსმა". დღეს მერმა გადაწყვიტა მართოს ქალაქი პოლიტიკური ძალების მეშვეობით,პოლიტიკური ძალები კი რაღაცას ითხოვენ სანაცვლოდ. დღეს შეიძლება ეს იყოს პარკირება, ხვალ სხვა რამ ", - აღნიშნა გია გოქაძემ.
მისივე ინფორმაციით, ქალაქში პარკირების 274 ადგილია და მოძრაობს 25 ათასამდე მანქანა. შესაბამისად, პარკირება დიდი შემოსავლის წყაროა.
"ნებისმიერი კომპანია ამ ბიზნესში ნახავს სამმაგ მოგებას. რამდენიმე წელიწადში იქნება არჩევნები და ქალაქის მერი დაეყრდნობა რამდენიმე პოლიტიკურ ძალას "ქართულ ოცნებას", "პატრიოტთა ალიანსს" და "დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის" ანუ პრორუსულ ძალებს, ამიტომ დღეს ისინი იყოფენ ყველაფერს რისი გაყოფაც შეიძლება, რადგან ადგილობრივ არჩევნებში ეს ფინანსური რესურსიც მიმართონ გამაჯვებისთვის", - აღნიშნა გია გოქაძემ.
"ევროპა ჩემი სახლია" დამფუძნებელის ინფორმაციით, მერსა და პარტიებს შორის შუამავლის როლი ვიცე- მერს, ნოდარ მიქიაშვილს ერგო, რომელიც მისივე მტკიცებით, ქალაქში "კაცი შუამავლის გარეშე" სახელითაა ცნობილი.
Print