პოლიტიკა
ქუთაისის ბიუჯეტი მერიის წინ დაწვეს - სარგებლიანი მხოლოდ ხელების გათბობისთვისაა
FaceBook
პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, გოგი წულაიამ ქუთაისის 2017 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი მერიის შენობის წინ დაწვა.


ამ ფორმით მან, ქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტი გააპროტესტა და აღნიშნა, რომ ის უსარგებლო და არაფრისმომტანია.

"2017 წლის ბიუჯეტი ქუთაისის დანგრევას ემსახურება. მას მხოლოდ ის ფუნქცია აქვს, რომ დაწვა, რადგან სარგებლიანი მხოლოდ ხელების გათბობისთვისაა," - აცხადებს წულაია.

მისივე თქმით, მთავარი ფინანსური დოკუმენტი ქალაქის განვითარებასა და მისთვის ფუნქციის მორგებაზე გათვალისწინებული არ არის.

წულაია ქუთაისის მერის მიერ დაანონსებულ ოპტიმიზაციასაც აკრიტიკებს და ამბობს, რომ ეს მოსახლეობის ხარჯზე მოხდება.

ქუთაისის 2017 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის მოცულობა 51 572 800 ლარით განისაზღვრა, რომელიც მიმდინარე წლის 14 დეკემბერს საკრებულომ ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა.




Print