პოლიტიკა
კვირიკაშვილი სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადებას 21 ნოემბერს გააკეთებს
FaceBook
საქართვლოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი კვირიკაშვილი, სამთავრობო ცვლილებებთან დაკაშვირებით ორშაბათს, 21  ნოემბერეს განცხადებას გააკეთებს. ამის შესახებ  მან გურიაში ყოფნისას განაცხადა.

18 ნოემბერს, ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ,  მთავრობას ავტომატურად შეუწყდა უფლებამოსილება.

გარდამავალ პერიოდში, სანამ მოხდება ახალი მთავრობის დაკომპლექტება, საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება, რომლის მიხედვითაც, მთავრობის წევრები ასრულებენ მთავრობის წევრების მოვალეობას.
Print