პოლიტიკა
თემურ ცამციშვილი – ჩემი მთავარი მიზანი არ იყო პარლამენტარობა
FaceBook
ახალი პოლიტიკური ცენტრის "გირჩი" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, თემურ ცამციშვილი განცხადებას ავრცელებს.

ქუთაისიპოსტი განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

"ჩემი მთავარი მიზანი არ იყო მაჟორიტარობა და პალამენტარობა. ჩემი მთავარი მოტივაცია არის ქუთაისის კეთილდღეობა. მე ვარ და ვრჩები "ახალი პოლიტიკური ცენტრის- გირჩის" იმერეთის ორგანზიაციის ხელმძღვანელად. მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე ამ პოზიციიდან შეიძლება საინტერსო საქმეების განხორციელება. წინ გაქვს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია ქუთაისისთვის. მადლობა მინდა გადავუხადო იმ ადამიანებს, ვინც ნდობას მიცხადებდა. მადლობა იმათ ვინც ჩემთან ერთად ცდილობდა შეეცვალა ქუთაისში პოლიტიკური გარემო და მადლობა მათ ვინც ჩემთან ერთად აგრძელებს სვლას. მეტი თავისუფლება," – აცხადებს თემურ ცამციშვილი.

მან ეს განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა "გირჩი" "პლატფორმა -პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" დატოვა.

მომხდარი ფაქტის გამო, "გირჩის" ქუთაისის ოფისში დაგეგმილი აქტივობები გადაიდო.

პოლიტიკური ცენტრის პრეს–სამსახურის ცნობით, 2016 წლის 28 სექტემბერს თემურ ცამციშვილის ბრიფინგი, მისი თბილისში გამგზავრების გამო, არ შედგება.
Print