პოლიტიკა
ქუთაისში დავით აღმაშენებლის ძეგლზე გენადი მარგველაშვილის პლაკატები ჩამოხსნეს (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისში, დავით აღმაშენებლის ძეგლზე განთავსებული "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის, გენადი მარგველაშვილის პლაკატები ჩამოხსნილია.

მარგველაშვილის საარჩევნო შტაბში მომხდარის დეტალები არ იციან და აცხადებენ, რომ საკითხს მოგვიანებით გაარკვევენ.

ისტორიული მნიშვნელობის ძეგლზე სააგიტაციო მასალების გაკვრა პოლიტიკურმა პარტიებმა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა რამდენიმე დღის წინ გააპროტესტეს და მათი ჩამოხსნა მოითხოვეს.

გენადი მარგველშვილის პლაკატები ძეგლზე აღარ არის განთავსებული. თუმცა, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის სააგიტაციო მასალა კვლავ რჩება მიმდებარე კედლებსა და გარე განათების ბოძებზე.



Print