პოლიტიკა
სახალხო დამცველის ქუთაისის ოფისი წინასაარჩევნო პერიოდს დააკვირდება
FaceBook
სახალხო დამცველის აპარატი წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგს იწყებს.

ომბუდსმენის აპარატის იმერეთის რწმუნებულის, მადონა ბასილაძის თქმით, უწყება წინასაარჩევნო პერიოდის დროს გამოვლენილ დარღვევებს დააკვირდება.

"პროექტის მიზანია, არამხოლოდ მონიტორინგი, არამედ, მათზე რეაგირებაც", - განაცხადა მადონა ბასილაძემ.

მისი თქმით, აპარატი როგორც წინასაარჩევნო, ასევე არჩევნების შემდგომ პერიოდსაც დააკვირდება.

მონიტორინგის შედეგები სპეციალურ მოხსენებაში შეაჯამდება, რომელსაც არჩევნების დასრულების შემდეგ ომბუდსმენის აპარატი გამოაქვეყნებს.


Print