პოლიტიკა
რა ღირს მაჟორიტარობა იმერეთში?
FaceBook
სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2016 წლის პოლიტიკური შემოწირულობების მონაცემებს აქვეყნებს.

ქუთაისიპოსტი გთავაზობთ ხუთი პოლიტიკური პარტიის მიერ, იმერეთის მუნიციპალიტეტებში წარდგენილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების მიერ, მიმდინარე წელს გაღებულ შემოწურულობებს:

"ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო":


ტყიბულის მაჟორიტარობის კანდიდატი, ელგუჯა გოცირიძე – 60 000 ლარი

საჩხერის მაჟორიტარობის კანდიდატი, პაატა კვიჟინაძე – 30 000 ლარი

ვანისა და ხონის მაჟორიტარობის კანდიდატი, გრიგოლ ლილუაშვილი20 000 ლარი

"თავისუფალი დემოკრატები":

წყალტუბოს მაჟორიტარობის კანდიდატი, ვალერი ჩეჩელაშვილი – 23 300 ლარი

"რესპუბლიკური პარტია":

ზესტაფონის მაჟორიტარობის კანდიდატი, თინათინ ხიდაშელი საწევრო შენატანი – 48 ლარი

ხარაგაულისა და ბაღდათის მაჟორიტარობის კანდიდატი, ნოდარ ებანოიძე საწევრო შენატანი – 100 ლარი

"პაატა ბურჭულაძის პარტია":


სამტრედიის მაჟორიტარობის კანდიდატი, პაატა მანჯგალაძე3 143 ლარი. აქედან, მიმდინარე წლის 9 ივნისს 943 ლარი კანდიდატმა ააიპ "წარმატებულ საქართველოს" შეწირა, ხოლო დანარჩენი თანხა ამავე წლის ივლისში პოლიტიკურ გაერთიანება "სამოქალაქო პლატფორმა – ახალ საქართველოს".

ზესტაფონის მაჟორიტარობის კანდიდატი, ნიკა ქავთარაძე5 000 ლარი "პლატფორმა ახალი პოლიტიკური ცენტრისთვის – გირჩი".

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა":

თერჯოლა–ტყიბულის მაჟორიტარობის კანდიდატი, ოთარ კახიძე60 000 ლარი.







Print