პოლიტიკა
თემურ შაშიაშვილის პარტიას ცესკომ რეგისტრაციაზე უარი უთხრა
FaceBook
ცენტრალურმა საარჩვენო კომისიამ პოლიტიკური გაერთიანება "თეთრებს" საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებში რეგისტრაციაზე უარი უთხრა.

პარტიას იმერეთის ყოფილი გუბერნატორი, თეიმურაზ შაშიაშვილი ხელმძღვანელობს.

ცესკოში "თეთრებისთვის" რეგისტრაციის უარის მიზეზს მათი მხრიდან საარჩევნო კოდექსის დარღვევით ხსნიან.

კერძოდ, საარჩევნო ადმინისტრაციის ვებ–გვერდზე მითითებულია, რომ პოლიტიკურმა გაერთიანებამ კოდექსით გათვალისწინებული მხარდამჭერთა სიები ვერ წარმოადგინა, რითაც 113-ე მუხლის მე-10 პუნქტი დაარღვია.

პოლიტიკურ გაერთიანება "თეთრებს" საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა სახელწოდებით "ქართული ერთობა" სურდა.

მათ მსგავსად, ცესკომ რეგისტრაციაზე უარი 18 სუბიექტს უთხრა, ხოლო პოლიტიკურ გაერთიანება "ცენტრისტებს" გაუუქმა.

არაერთი მცდელობის მიუხედავად, ქუთაისიპოსტი პოლიტიკური გაერთიანება "თეთრების" ლიდერს ვერ დაუკავშირდა. შაშიაშვილი სააგენტოს სატელეფონო ზარებს სამი დღეა არ პასუხობს.


Print